Play Video
დაგეგმე უფასო კონსულტაცია
რინოპლასტიკა (ცხვირის პლასტიკა) არის ოპერაცია, რომლის მიზანს ცხვირის ფორმისა და ზომის კორექცია წარმოადგენს. რინოპლასტიკა აერთიანებს ორ მიმართულებას – ესთეტიკურს (გარეგან დეფორმაციათა კორექცია) და რეკონსტრუქციულს (ნორმალური სუნთქვის უზრუნველსაყოფად შინაგან სტრქტურათა აღდგენა)
რინოპლასტიკის ახალი მეთოდი – ულტრაბგერითმა პიეზოტომიამ გახადა ცხვირის ოპერაცია ნაკლებად ტრამვული და შეამცირა სარეაბილიტაციო პერიოდი.
რას მოიცავს რინოპლასტიკა?
– ცხვირის დეფორმაციისა და ასიმეტრიის კორექცია
– კეხის მოცილება
– ცხვირის წვერის ფორმის კორექცია: აწევა, დაწევა, შევიწროება
– ცხვირის ფრთების ფორმისა და ზომის კორექცია
– ნესტოების ფორმისა და ზომის კორექცია
– პოსტტრავმული ან პოსტოპერაციული, დეფორმაციის კორექცია
მკერდის პლასტიკურ ოპერაციებში შედის მამოპლასტიკა (მკერდის გადიდება) მასტოფექსია ანუ, მკერდის აწევა,
მკერდის დაპატარავება (რედუქციული მამოპლასტიკა)
მკერდის რეკონსტრუქცია
აუგმენტაციური მამოპლასტიკა:
მკერდის გადიდება, გახლავთ ქირურგიული პროცედურა ქალის მკერდის ზომისა და ფორმის შესაცვლელად.
მამოპლასტიკა კეთდება იმ შემთხვევაში როცა პაციენტს სურს:
• მკრედის ზომაში გაზრდა;
• ფორმის შეცვლა;
• მკერდის მოცულობის აღდგენა (მშობიარობის ან წონაში სწრაფი დაკლების შემდეგ);
• მკერდის ასიმეტრიის კორექცია;
იმპლანტები:
ეფექტი მიიღწევა იმპლანტის საშუალებით, რომელის განთავსებაც ხდება სარძევე ჯირკვლის ქსოვილის, ან უფრო ღრმად (მკერდის კუნთის ქვეშ)
როგორ ხდება იმპლანტის შერჩევა?
არსებობს სხვადასხვა ფორმის, ზომის, ხარისხისა და ტიპის მკერდის იმპლანტები.
ფორმის მიხედვით არის მრგვალი, ცრემლისებრი და ანატომიური იმპლანტები, ხოლო პროფილის მიხედვით – დაბალი, საშუალო, მაღალი და ექსტრა მაღალი პროფილის.
აბდომინოპლასტიკა (მუცლის პლასტიკა) არის ოპერაცია, რომლის მიზანია, მუცლის არეში ზედმეტი კანის მოშორება.
მუცლის პლასტიკა შესაძლოა იყოს სრული და მინი.
სრული აბდომინოპლასტიკის შემთვევაში მთლიანად ხდება ჭიპიდან ბოქვენამდე კანის მოცილება. განაკვეთი გაივლის “ბიკინის” ზოლზე, მუცლის პლასტიკის ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზიის პირობებში.
მინი აბდომინოპლასტიკისას განაკვეთი შედარებით მცირე ზომისაა, ამ შემთხვევაში ხდება მხოლოდ მუცლის ქვედა ნაწილის კორექცია ჭიპამდე. მინი ოპერაციის შემთხვევაში შესაძლებელია ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენება.
მუცლის პლასტიკის ოპერაციის ხანგრძლივობა არჩეული მეთოდიდან გამომდინარე დაახლოებით 1-3 საათი გრძელდება.
ვის შეუძლია გაიკეთოს მუცლის პლასტიკა?
ოპერაცია შეიძლება გაიკეთოს ყველამ, ვისაც აღენიშნება მუცლის კანის დაკიდება (ე.წ წინსაფარი) რაც ხშირად მშობიარობის შემდგომ, წონის მატებისას, ან წონის მკვეთრი დაკლებისას ვითარდება. ვისაც აღენიშნება მუცლის კუნთოვანი სისტემის მთლიანობის დარღვევა (მუცლის სწორ კუნთთა დიასტაზი), რაც გამოიხატება მუცლის გამობერვაში, წელის ტკივილსა და წოლისას წამოწევის გაძნელებაში. ასევე ამ ოპერაციას იკეთებენ ისინი ვინც სპორტული ცხოვრების და დიეტის მიმდევრები არიან და მიუხედავად ამისა ვერ უმკლავდებიან ცხიმოვან წარმონაქმნებს.
ბლეფაროპლასტიკა ზედა და ქვედა ქუთუთოს პლასტიკური ოპერაციაა. იგი გამოიყენება ქუთუთოზე ზედმეტი კანისა და ცხიმოვანი ქსოვილის მოსაშორებლად და თვალის ფორმის შესაცვლელად. ბლეფაროპლასტიკა შეიძლება ჩატარდეს როგორც ზედა, ასევე ქვედა ქუთუთოზე .
ბლეფაროპლასტიკა უზრუნველყოფს:
შედეგი:
ნაწიბური ოპერაციის შემდეგ შეუმჩნეველი რჩება.
ზედა ქუთუთოს კორექციის დროს ნაწიბური ბუნებრივ ნაოჭში რჩება. ქვედა ქუთუთოს კორექციის შემთხვევაში განაკვეთი წამწამების ხაზის პარალელურად მიემართება.
ორივე შემთხვევაში ნაწიბური პრაქტიკულად შეუმჩნეველია. ოპერაციის შედეგად ხდება როგორც ზედმეტი კანის, ასევე ცხიმოვანი “თიაქრების” მოშორებაც. ბლეფაროპლასტიკასთან ერთად ხშირად კეთდება სახის დაჭიმვა და წარბების აწევაც.
ყურის პლასტიკა
ოტოპლასტიკა (ყურის პლასტიკა) არის ყურის ნიჟარის ფორმისა და ზომის მაკორექტირებელი ოპერაცია, რომელიც იძლევა, ყურის ფორმის შეცვლის საშუალებას.
ასევე კეთდება ნიჟარების პლასტიკა: ყურის ნიჟარის „დგომის“ გასწორება, ნიჟარის შემცირება, ბიბილოს კორექცია.
რა ასაკიდან შეიძლება გაკეთდეს ეს ოპერაცია?
ყურის პლასტიკის ოპერაცია შესაძლებელია ჩატარდეს 16 წლის ასაკიდან.
ოტოპლასტიკა ითვალისწინებს შემდეგი სახის ოპერაციებს:
● გამოწეული ყურების კორექცია
● ყურის ნიჟარის დეფორმაციისა და ზომის კორექცია
● ყურის ბიბილოს ზომისა და ფორმის კორექცია
● ყურის ბიბილოსა და ნიჟარის არარსებობის შემთხვევაში მათი შექმნა.
მეთოდი
გამოწეული ყურების შემთხვევაში განაკვეთი ყურის უკანაა, ამიტომ ნაწიბური არასოდეს ჩანს. ოპერაციის შემდეგ კი ყური ბუნებრივად გამოიყურება.
ლიპოსაქცია ცხიმოვანი ქსოვილის მოშორების ქირურგიული მეთოდია, რომელიც იძლევა სხეულის კორექციის შესაძლებლობას კანის დაზიანების გარეშე.
ცხიმოვანი ქსოვილის განლაგება განისაზღვრება გენეტიკური წინასწარი განწყობითა და სქესით. მისი მოცულობა შეიძლება შეიცვალოს სხეულის წონის შემცირებასთან ერთად. ცხიმოვანი ქსოვილი ორგვარია: ფუნქციონალური და სარეზერვო.
ფუნქციონალური კანქვეშა ქსოვილი სხეულის ზედაპირზე თანაბრად ნაწილდება და სწორედ ის საზღვრავს ქალისა და მამკაცისათვის დამახასიათებელ სხეულის ფორმას. გახდომისას მას აქვს სწრაფად შემცირების უნარი.
სარეზერვო ცხიმოვანი ქსოვილი კი წარმოადგენს უფრო ღრმად განლაგებულ ცხიმოვან გროვებს, რომლებიც სხეულის განსაზღვრულ მიდამოში არსებითად აუარესებს სხეულის მოხაზულობას (კონტურს). მსგავსი გროვები მცირედ რეაგირებენ გახდომაზე, რადგან სწორედ მათგან ხდება ყველაზე ბოლოს ცხიმოვანი ქსოვილის განლევა.
სხეულის კონტურის გაუმჯობესების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ლიპოსაქციაა. ლიპოსაქციის საშუალებით შესაძლებელია სწრაფად და ეფექტურად ჭარბი ცხიმის მოშორება სასურველ უბნებში. იმ ადგილებში სადაც გაკეთებულია ლიპოსაქცია, წონის მომატების შემთხვევაშიც კი ნაკლებად გროვდება ცხიმი.
ლიპოსაქციის პროცედურის გაკეთება შესაძლებელია შემდეგ ზონებზე:
რითიდექტომია (სახის კანის დაჭიმვა) არის ოპერაცია, რომლიც კეთდება სახისა და ყელის მიდამოში ასაკობრივი ცვლილებების შესამცირებლად. ოპერაციის შედეგად სახისა და ყელის დაშვებული ქსოვილები უბრუნდება საწყის მდგომარეობას.
ოპერაციის მიზანი
რითიდექტომია (სახის კანის დაჭიმვა) საჭიროა მათთვის, ვისაც აღენიშნება სახისა და ყელის კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაშვება.
აღნიშნული ცვლილებები ვითარდება ძირითადად 40 წლის ასაკის მიღწევის შემდგომ.
ამ ასაკამდე ოპერაციულ ჩარევას უხშირეშად სხვადასხვა
კოსმეტოლოგიური პროცედურები ცვლის.
რაც უფო მეტად არის გამოხატული ასაკობრივი ცვლილებები სახეზე, მით მეტად იქნება შესამჩნევი ოპერაციის ეფექტი.
თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია, შესაბამისად, ასაკობრივი ცვლილებებიც სხვადასხვა ასაკში ვლინდება.
სახე 3 ზონად იყოფა:
თითოეულ ამ არეზე შესაძლებელია, როგორც ცალკეული ოპერაციებით ზემოქმედება, ასევე ყველაზე ერთდროულად ოპერაციის წარმოება.
ხშირად სასურველი შედეგის მისაღწევად სახის კანის დაჭიმვასთან ერთად აუცილებელია, ზედა და ქვედა ქუთუთოების პლასტიკა და წარბების აწევა.
ამ პროცედურების შეუღლებით შესაძლებელი ხდება ესთეტიურად სასურველი ლამაზი სახის ნაკვთების მიღება.
ექიმ ზურაბ კეკელიას, განათლება მიღებული აქვს მოსკოვში, ფლობს რამდენიმე საერთაშორისო სერტიფიკატს პლასტიკური ქირურგიის და ესთეტიკური მედიცინის დარგში, იგი რუსეთის ესთეტიკური, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგების ასოციაციის წევრია.