კეხის მოცილება;
ნესტოების ფორმისა და ზომის კორექცია;
ცხვირის ფრთების ფორმისა და ზომის კორექცია;
ცხვირის დეფორმაციისა და ასიმეტრიის კორექცია;
პოსტტრავმული ან პოსტოპერაციული დეფორმაციის კორექცია;
ცხვირის წვერის ფორმის კორექცია: აწევა, დაწევა, შევიწროება
კონსულტაციის დროს, პაციენტისა და ქირურგის შეთანხმების საფუძველზე კეთდება ცხვირის მოდელირება, რაც გვეხმარება განვსაზღვროთ სასურველი ცხვირის ფორმა.
რინოპლასტიკა კეთდება ულტრაბგერითი პიეზო აპარატით (ნაკლებტრამვული) მეთოდით – რაც თავისთავად ამცირებს სარეაბილიტაციო პერიოდს. (ნაკლები სისხლჩაქცებები და შეშუპება ცხვირის არეში)
ღია მეთოდის დროს განაკვეთი კეთდება ნესტოებს შორის, რაც ქირურგს საშუალებას აძლებს სრულად ხედავდეს შიდა ნაწილს.
დახურული მეთოდისას განავეთი არ კეთდება.
(ჩვენ ვიყენებთ ღია მეთოდს)
რინოპლასტიკის ოპერაციის ხანგრძლივობა არჩეული მეთოდიდან და ოპერაციის სირთულიდან გამომდინარე 1-1.5 საათი გრძელდება. Მეორადი რინოპლასტიკის შემთხვევაში 2-2.5 საათი.
Პაციენტი ოპერაციის დასრულებიდან 24 საათს ატარებს კლინიკაში, ანესთეზიოლოგისა და მეთვალყურე მედპოერსონალის 24 საათიანი კონტროლის ქვეშ და გაიწერება დილით
Რინოპლასტიკა მიმდინარეობს მხოლოდ ნარკოზით
ტამპონების ამოღება ხდება ოპერაციის დასრულებიდან 2 დღეში. ვიყენებთ სილიკონის 1 სმ-იან ღრუბელს, რომელიც არის ნოტიო და ინარჩუნებს სისველეს, რაც უმტკივნეულოს და მარტივს ხდის ამოღების პროცესს.
თაბაშირის მოხსნა ხდება ოპერაციის დასრულებიდან 7-14 დღის მანძილზე. თაბაშირის მოხსნასთან ერთად იხსნება ნაკერები.
რინოპლასტიკის შემდგომ პერიოდში ნაკლებად აღინიშნება ცხვირისა და მიმდებარე ქსოვილების შეშუპება, ასევე ზოგიერთ შემთხვევაში სისხლჩაქცევები ქუთუთოებზე, რომლებიც თავისთავად გაივლის 1-2 კვირის განმავლობაში. თაბაშირის მოხსნისას Შესაძლოა ცხვირის ოდნავი დეფორმაცია, რაც შეშეუპებისგანაა გამოწვეული. Საგანგაშო არაფერი, ცხვირის ფორმა დროთა განმავლობაში უმჯობესდება და 1–2 თვის შემდეგ საკმაოდ დახვეწილია, ხოლო საბოლოო შედეგების შეფასება ხდება ოპერაციიდან 1 წლის შემდეგ, როდესაც ცხვირის ფორმირება დასრულებულია და მას მიღებული აქვს საბოლოო სრულყოფილი ფორმა.
Მძიმე ფიზიკური დატვირთვა 3 თვის განმავლობაში. Სქესობრივი თავშეკავება 2-4 კვირის განმავლობაში.2-3 თვე გაზიანი და ალკოჰოლური სასმელი. 6 თვე დაფეხმძიმება. დიდი ხნის განმავლობაში სიცხესა და სიცივეში ყოდნა. Სათვალის ტარება 6 თვის განმავლობაში. Ზღვის წყლის მოხვედრა სასუნთ გზებში 3 თვის განმავლობაში.
არა. ორსულობიდან უნდა გავიდეს 1 წელი. ლაქტაციის დასრულებისთანავე შესაძლებელია რინოპლასტიკის გაკეთება
Მეორადი რინოპლასტიკის ჩასატარებლად, პირველადი რინოპლასტიკიდან Სირთულის მიხედვით უნდა გავიდეს 1 ან 2 წელი